იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით აირჩიეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ლევან თევზაძე.
დოლიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭო “ნუცას სკოალასავით” არ უნდა წარმართვდეს საქმეს.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო და ის არეგულირებს სასამართლოსა და მოსამართლეთა საქმიანობას, არ შეიძლება, თავის საქმეს წარმართავდეს, როგორც “ნუცას სკოლა”. თავმჯდომარეების არჩევას არავითარი პროცედურა და კრიტერიუმები არ აქვს”, – აცხადებს დოლიძე.