ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერგნეთში ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე რიგგარეშე შეხვედრა მიმდინარეობს

დღეს ერგნეთში რიგგარეშე ტექნიკური შეხვედრა დაიწყო. დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელს მურად ჯიოევს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქართული მხარის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ღია ცის ქვეშ ხვდებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. საქართველოს მხარე არჩილო ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და  გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალიდან, სავარაუდოდ, დღეს გადმოასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

იტვირთბა....