ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი გოგოტიშვილი: “ვიზალიბერალიზაცია დიდი მონაპოვარია და სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთ”

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია დიდი მონაპოვარია საქართველოსთვის და ხალხმა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იაზროვნოს.

“საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან მტკივნეულია ის საკითხი, რომ მოსახლეობა ტოვებს ქვეყანას და ხშირად თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, ხშირად სამუშაოს საძიებლად მიემგზავრებიან საქართველოდან. ეკლესია ყოველთვის ცდილობს ამ ადამიანებს შეაგონოს, რომ იქნებ აქ, ადგილზე იპოვონ რაღაც გამოსავალი და სხვა ქვეყანაში არ ეძებონ თავშესაფარი.

ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად დიდი მონაპოვარია საქართველოსთვის და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიაზროვნოთ არასახელმწიფოებრივად, იმიტომ რომ, ერთია რა მჭირდება მე პირადად და მეორე – რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყნისთვის არის დიდი მონაპოვარი, ძალიან დიდი საშუალება ევროპასთან კავშირის. შესაბამისად, ამის დარღვევა და სანქციები ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი დანაშაული კონკრეტული პიროვნებებისგან, ვინც დაარღვევენ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს. საქართველოს საპატრიარქო ჩართულია ამ კამპანიაში და ეცდება, რომ მოსახლეობას მიაწოდოს სრულიად ჯანსაღი ინფორმაცია იმის შესახებ, რა არ უნდა გააკეთონ მათ“, – განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

იტვირთბა....