ბუტა რობაქიძის მამას მანდატებმა ცოტა ხნით სასამართლო დარბაზი დაატოვბინეს. ამის მიზეზი კი რობაქიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შელაპარაკება გახდა. მან ოქრუაშვილს სიმართლის თქმისკენ მოუწოდა, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
სიმართლე თქვი ირაკლი, სიმართლე, – ასე მიმართა ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ , რომელიც საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით იკითხება.
სოსო რობაქიძის გაღიზიანება გამოიწვია ადვოკატის კითხვას, ჰქონდა თუ არა ოქრუაშვილს ნანახი ვიდეოფირი, რაც ყოფილმა მინისტრმა არ დაადასტურა.
”საქმის ირგვლი ძალიან ბევრი დროა გასული და ასე დეტალურად ყველაფერი არ მოხსოვს. არ ვიცი ზუსტად ვიგან რა შევიტყვე. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილმა გადაცემა “პატრულის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურამ დონაძესთან საპატრულოს შექმნის პირველ ეტაპზე ჰქონდა შეხება.
ცნობისთვის, 20 თებერვალს გურამ დონაძემ რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ახალი ვიდეომასალა წარადგინა.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა.