ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე: ჩვენ ვთანამშრომლობთ “ევროპულ საქართველოსთან”, მაგრამ არა მარგინალურ “ნაციონალებთან”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დესტრუქციულ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არ აპირებს. მერის თქმით, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ “ნაციონალები” არ გაერკვევიან იმაში თუ რა უნდათ.

“ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს და მეორე “ევროპული საქართველო”. ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან რა უნდათ“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტების კითხვაზე თბილისში ბიბლიოთეკების შემცირებასთნ დაკავშირებით.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება.

იტვირთბა....