საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს დილით გაემგზავრა.
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებენ.
დეპუტატები ასევე მიმართავენ ევროპარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტარებთან.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ვიზალიბერალიზაციაც.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალიდან, სავარაუდოდ, დღეს გადმოასვენებენ
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.