ახალი ამბები მთავარი სამართალი

აბაშიშვილი: ყველა უწყებაა ჩართული იმისთვის, რომ ტატუნაშვილის გადმოსვენება მოხდეს

ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმე დღის წინ  გაურკვეველ ვითარებაში  გარდაცვლილი  არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენები შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეხმაურება. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ცხედარი დროულად იყოს გადმოსვენებული.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

,,აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა დონეზე მუშაობს იმისათვის, რათა დროულად მოხდეს ერთის მხრივ სამწუხაროდ გარდაცვლილის გადმოსვენება და ასევე ორი დაკავებულის გათავისუფლება არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა თუმცა ყველა საჭირო საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად იქნეს გადაწყვეტილი“- განაცხადა აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს მისი ორი თანასოფლელი  ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

იტვირთბა....