რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყუმბარა მოქალაქემ ნაგვის ურნასთან შენიშნა.
ადგილზე გამნაღმელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.