ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: “ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული რათა მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული.

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც მოხდა ცხინვალში. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული და არავინ შეეხოს მათ სიცოცხლეს. ამისათვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს მისი ორი თანასოფლელი  ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

იტვირთბა....