ყვარელში სოფელ შილდაში 68 წლის ზაურ კორაშვილი ჯერ ძალადობის, შემდეგ კი ავტოავარიის მსხვერპლი გახდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, ასევე ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილს შვილი და რძალი სასტიკად ექცეოდა.
“კაცს შვილი და რძალი ფიზიკურად გაუსწორდაა ისე, რომ მისი რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო”, – ამბობენ სოფელში.
ზაურ კორაშვილს მანქანა იმ დროს დაეჯახა როცა ის დაკითხვიდან სახლში ბრუნდებოდა.
შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე ძალადობისა და 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლებით დაიწყო. ასევე მათი თქმით მომხდარზე დაკავებულია მოძალადე შვილი და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო: “იმედინიუსი”