ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო დროშები დაუშვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაზე და გენერალური შტაბის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაუშვეს. ეროვნული დროშა დაეშვა ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

იტვირთბა....