aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

წინასწარი ცნობით, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ასევე დღეს, ტატუნაშვილთან ერთად გატაცებული სოსო პავლიაშვილის ოჯახის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს მისი ორი თანასოფლელი  ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

იტვირთბა....