ცხინვალში გატაცებული და შემდეგ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილისა და მასთანერთად გატაცებული სოსო პავლიაშვილის ოჯახის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ.
მეზობლების თქმით, ოჯახის წევრები მომხდარის გარკვევას ცდილობენ.
“წავიდნენ რომ აინტერესებთ იქ რა ხდება, დედა იქაური ჰყავს სოსოს. მისი დაც წაიყვანეს, ეტყობა ამბის გაგება უნდოდა”,- ამბობენ მეზობლები.
ახალგორის გამგებელი ამბობს, რომ გატაცებულებზე ახალი ინფორმაცია არ არის თუმცა ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
“იქ თითოეული ქართველის ბედი როგორც ჩანს საფრთხის ქვეშ არის, მაგრამ ამ ოჯახებს სხვა არაფერი დარჩენიათ თუ არა წავიდნენ თვითონაც რისკზე. იმედი გვაქვს, გატაცებულები და მისი ოჯახის წევრები უვნებელი დაბრუნდებიან. ისინი დღეს არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში და გაურკვეველ ვითარებაში.
მათ გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში არიან ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს”, – განაცხადა გამგებელმა.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასთანერთად გაიტაცეს ტატუნაშვილის ორი თანასოფლელიც.