თემქაზე მოკლული 20 წლის გოგოს საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა.
როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატი აცხადებს, საქმეში ფიგურირებს შავი ფერის “BMW“-ს მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლის ვინაობაც დადგენილი არ არის.
ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილს ავტომობილის მფლობელთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.