aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

უეფას ლიგა: გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებას პოლიციელი შეეწირა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბილბაოს სტადიონზე, სადაც გუშინ ადგილობრივ “ატლეტიკსა” და მოსკოვის “სპარტაკს” შორის უეფას ლიგის განმეორებითი მატჩი გაიმართა, სტადიონის გარეთ ინციდენტი მოხდა. გულშემატკივრების დაპირისპირება სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. ადგილობრივი პოლიცია სიტუაციის განმუხტვას შეეცადა, რა დროსაც ერთი პოლიციელი ტრაგიკულად დაიღუპა. გულშემატკივრებს შორისაც არიან სერიოზულად დაზარალებულები, რომლებიც, ამ დროის მონაცემებით, საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.

გამოცემა “ელ მუნდოს” ცნობით, პროვოცირება რუსეთის გუნდის გულშემატკივრებმა მოახდინეს. მათ მოწინააღმდეგე გუნდის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომხდარის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....