საინფორმაციო სააგენტო “ლაივპრესის” ინფორმაციით, წელს მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად პრეპარატებს არ დაურიგებენ.
ზუგდიდში მყოფმა სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, რომ ისინი თავად ჩაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს გაზრდილი ტექნიკის პირობებში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას თქმით, ისინი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მასშტაბური კამპანიის წარმოებას გეგმავენ, რისთვისაც შესაბამისი თანხები გამოიყო. მანვე განმარტა, რომ მოცემული კუთხით სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ შარშან მოსახლეობას პრეპარატები დაურიგდათ.