ახალი ამბები მთავარი სამართალი

თემქაზე გარდაცვლილი 20 წლის გოგონას შეყვარებულს პოლიციაში კითხავენ

ამ დრომდე უცნობია  თემქაზე გარდაცვლილი 20 წლის გოგონას მკვლელის ვინაობა და არც მოტივი. ყელგამოჭრილი გოგონა დღეს დილით, თემქაზე მდებარე ერთ-ერთ სკვერში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა. ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.  არსებული ინფორმაციით, გოგონას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, სახლიდან ხალათით გამოიყვანეს, ავტომობილში ჩასვეს და მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს.

ამ დროსითვის ცნობილია, რომ 2 საათზე მეტია, თემქის პოლიციაში სამი მამაკაცი იკითხება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკითხვაზე მოკლულის შეყვარებული და მისი ორი მეგობარი მიიყვანეს.

როგორც ამბობენ, პოლიციამ ნაცვლიშვილის ტელეფონზე შესული ზარები და მოკლეტექსტური შეტყობინებები გაშიფრა, და აღმოჩნდა რომ გოგონას ბოლოს სწორედ მისმა მეგობარმა ბიჭმა დაურეკა.

“უნივერსიტეტში არ მიდიოდა, რადგან დასვენებაა, შესაბამისად უცნობია, რატომ გავიდა ხალათით დილით სახლიდან. ალბათ პოლიცია იპოვის ტელეფონში ვის წერდა და ვინ დაიბარა. შეყვარებულთან კონფლიქტი ყველას აქვს, რაღაც სისულელეებზე ჩხუბობდნენ, მაგრამ სასიკვდილოდ გამეტება მეეჭვება”- აცხადებს გოგონას მეზობელი.

20 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს დილით იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....