დონალდ ტრამპმა ქალაქ პარკლენდში სკოლაზე თავდასხმის დროს გადარჩენილებთან შეხვედრაზე განაცხახდა, რომ კარგი იქნება თუ ისინი ფარულად იარაღს ატარებენ.
“იარაღი ფარულად ატარონ. მასწავლებლები სპეციალური მომზადების კურსებს გაივლიდნენ. სკოლებში აღარ იქნებოდა ადგილები, სადაც დამნაშავეები დაუსჯელად კლავენ ადამიანებს”, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს განხორციელებული სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. თავდამსხმელმა სკოლის შენობაში შესვლამდე 3 ადამიანი მოკლა, შენობის შიგნით – 12.