ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქვეყანაში 7 თვის მდგომარეობით წითელას ვირუსის 130-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან.

იტვირთბა....