ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარტვილის მერი ოთარ დანელიას განცხადებით გაოგნებულია

მარტვილში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ მწიფდება. ამის შესახებ მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა საუბრობს და აცხადებს, რომ აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით გაოგნებულია.

„გაოგნებული ვარ ოთარ დანელიას განცხადებით. დღის განმავლობაში ბევრი დამიკავშირდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნამდვილად ვერ გეტყვით, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს განცხადება. ვერაფერს ვიტყვი, უმჯობესია მას ჰკითხოთ“, – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. მისივე თქმით, ამ პროცესების ესკალაციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ხელს უწყობს.

იტვირთბა....