ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირმა ინაშვილი: “ეს ის გზაა რა გზაზეც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი იდგა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ იქნებ ჟურნალისტები სახელმწიფოს მტრებადაც გამოაცხადოთ – ეს ის გზაა, რა გზაზეც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი იდგა!

როგორც ინაშვილმა განაცხადა, ის პარლამენტში ყველა იმ მედია-საშუალების ხმაა, რომელიც ითხოვს, რომ კანონი არ იყოს მიღებული და რომელთა არგუმენტებს პროექტის ავტორებმა არ მოუსმინეს.

“საშუალო სკოლის პირველი კლასის მოსწავლესაც კარგად ესმის, რომ როდესაც ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” აქვს საბიუჯეტო დაფინანსება და მას ეძლევა სარეკლამო ბაზარზე შესვლისა და კომერციული რეკლამის მოპოვების საშუალება, ეს მთლიანად არღვევს ბალანსს სარეკლამო ბაზარზე. ეს არღვევს კონკურენციის პირობებს, მყარდება დიქტატურა და სხვა არხებს განვითარების საშუალება ესპობა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის დამფუძნებელი და მენეჯერი ვიყავი და ვიცი, რა რთულია მოიპოვო რეკლამა. მთელი მაფიოზური სქემაა. ყველამ, ვისაც ეს გზა გაუვლია, კარგად იცის, რა რთულია კომერციული რეკლამის მოპოვება ტელევიზიისათვის. ამ ვითარებაში, როცა ერთის მხრივ, ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”, ხოლო მეორეს მხრივ, სარეკლამო ბაზარზე გასვლის საშუალებას ვაძლევთ, ეს სხვა ტელევიზიებს დააზიანებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” საბიუჯეტო დაფინანსება არის 50-მილიონ ლარზე მეტი და მან “რაღაც პროდუქტი უნდა აჩვენოს“.

“ამ 50-მილიონით სახელმწიფოს ასობით ბავშვების გამოკვება შეუძლია, რომლებიც დღეს შიმშილობენ“, – დასძინა ინაშვილმა.

იტვირთბა....