დღეს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვეა მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულია ქალი, მას შეჯახების შედეგად დაუზიანდა ზედა კიდური და სავარაუდოდ აქვს ტვინის შერყევა. დაზარალებული გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

