ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამჟამად, თბილისში 7 საზოგადოებრივი ტუალეტი ფუნქციონირებს (ადგილმდებარეობები)

ამჟამად, თბილისში მერიას 7 საზოგადოებრივი საპირფარეშო აქვს გახსნილი.

როგორც “მეტრონომს” თბილისის მერიაში განუცხადეს,  ესენია: ვაკის პარკში – 2; 9 აპრილის ბაღში – 1; კახიძის ბაღი – 1; ვერის ბაღი – 1; არტოს ბაღში – 1; კუს ტბაზე ( ახლა რემონტდება) – 1; ვარკეთილის IV მ/რ – 1;

ბუკიას ბაღში, ჯავახეთის ქუჩა N2-ში, დადიანის ქუჩა, მეტრო „ნაძალადევის“ წინამდებარე ტერიტორიაზე, ღრმაღელეს დასახლება კორპუსი 25-ის მიმდებარედ გმირთა მოედანზე ახლახანს გარემონტდა და გაიხსენება უახლოეს ხანში.

აქვე შეგახსენებთ, რომ  თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. მისი თქმით, გამოცხადებულია ტენდერი, რათა თბილისში 30 ახალი ტუალეტი განთვსდეს.

მაგალითისთვის, გთავაზობთ პოლონეთის ქალაქ გდანსკში არსებულ საზოგადოებრივი ტუალეტის ფოტოს, რომლის კარიც შესაბამისი ხურდის ჩაგდების შემდეგ იღება.

იტვირთბა....