ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ გლდანში რამოდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება

“ყაზტრანგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ხვალ გლდანის რაიონში რამოდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება.

კერძოდ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 22 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, ხიზამბარელის ქუჩის № 5, ვეკუას ქუჩის № 1, № 10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე, ახმეტელის თეატრის უკან მდებარე შპს „ტიბინი ჯგუფის“ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

იტვირთბა....