პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მსოფიოში ქვეყნების უმრავლესობა დაგროვებით საპენსიო სისტემაზეა გადასული, რაც დემოგრაფიულმა მდგომარეობამ გამოიწვია. საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა აუცილებელია.
“საპენსიო რეფორმაზე მუშაობა ჩვენ ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტში დავიწყეთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და არაერთი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის კომიტეტში, ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ამ რეფორმის დაწყების გამო გვაკრიტიკებს, მაშინ იმის გამო გვაკრიტიკებდა, რომ ამ რეფორმის განხორციელებას ვაგვიანებდით.
პროექტის მასშტაბურობისა და შინაარსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ რეფორმას გარკვეული რისკები თან სდევს. მოსალოდნელი საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანას ელის, ბევრად ურო დიდია, ვიდრე ამ რეფორმაში არსებული რისკები. ბევრჯერ მითქვამს, რომ ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის წინაშე და კიდევ ერთხელ და ამიტომ საპენსიო რეფორმის განხორციელება აუცილებელია”,- განაცხადა ხუნდაძემ.