დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში კიდევ რამოდენიმე დღე დარჩება. როგორც “მეტრონომს” კლინიკის პრესცენტრის წარმომადგენელმა განუცხადა, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ექიმების გადაწყვეტილებით მას დღეს არ გაწერენ.
დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს საცხოვრებელ სახლში 7 თებერვალს დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი გულ-მკერდის არეში დაიჭრა.
თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.