ახალი ამბები მთავარი სამართალი

როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

პაროდისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში  ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბექა კირვალიძემ უვადო, მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბექა კირვალიძის დედა ავრცელებს. მისი თქმით, ოჯახმა სახალხო დამცველს მიმართა და საქმით დაინტერესება სთხოვა. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ როსტომაშვილის ცემა შურისძიების მოტივით განახორციელა და არა ყაჩაღობის მიზნით, რასაც თავადაც აღიარებს.

დაკავებულის ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მომხდარი ყაჩაღობა არ იყო. მათი თქმით, კირვალიძე როსტომაშვილს პირადი შურისძიების მოტივით გაუსწორდა, რაც ვიდეო კადრებმაც დაადასტურა. რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 2 პირს – ისინი ცემის ფაქტს საერთოდ არ აღიარებენ.

“დაიწყო შიმშილობა იმის გამო, რომ დამტკიცდეს მისი სიმართლე, მივმართავ სახალხო დამცველს, რომ დაეხმარონ კირვალიძეს სიმართლის დამტკიცებაში, იქ არ მომხდარა ყაჩაღობა“-ამბობს ბექა კირვალიძის დედა.

შეგახსენებთ, რომ როსტომაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულია კირვალიძის ორი მეგობარიც –ზურაბ ქუთელია და არტიომ აგაჯანოვი. გამოძიების ინფორმაციით, ცემისას მათ დაცვის პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს და იუმორისტს, დავით როსტომაშვილს ოქროს სამკაული ჩამოგლიჯეს.

სამივე ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ყაჩაღობას უარყოფენ.

იტვირთბა....