ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცოტა შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება“: გოგიჩაიშვილი “იბერიაზე”

მმართველი გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიას” ხელისუფლების შანტაჟში ადანაშაულებს. დეპუტატის თქმით, სირცხხვილია, რეოდესაც მედია საკუთარ ფინანსურ პრობლემებს ხელისუფლებას აბრალებს.

“ტელეკომპანიის თანამშრომლების განცხადება თითქოს ხელისუფება სარედაქციო საქმეებში ერეოდეს და მათ ფინანსურ პრობლემებს უქმნიდეს არასერიოზულია.  თითქოს ხელისუფლება რაღაცაში ერეოდეს ან რამე ინტერესი გააჩნდეს. განცდა დამრჩა, რომ ამ კომპანიას კონკურენტ კომპანისთან პრობლემები აქვს და ამას აბრალებს სახელმწიფოს. ცოტა შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება“- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ტელეკომპანია “იბერიას” შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. ამის შესახებ ომეგა ჯგუფ თამბაქოს” გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა, განაცხადა.

საუბარია ბოლო პერიოდში “ომეგა ჯგუფისთვის” მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, მაუწყებლობაში პრობლემა ტელეკომპანია შეუქმნას.

ცოტა ხნის წინ “იბერიას” ეთერშიც გაკეთდა განცხადება, რომ მათ აქვთ ვარაუდი, რომ ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემებს ხელისუფლება უქმნის.

იტვირთბა....