ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გერმანიაში წამსვლელთა საყურადღებოდ: მინისტრის მოადგილე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

გადაცემაში ”360 გრადუსი” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მცდელობას, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით, არანაირი ზრი არ აქვს.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ამის გამო შანსი საკმაოდ დაბალია, რომ ჩვენმა მოქალაქემ სხვა ქვეყანაში თავშესაფარი მიიღოს. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, კარგად დაფიქრდნენ იმ სიკეთეზე, რაც ქვეყანას აქვს და იმ ზიანზე, რომელიც მათმა ქმედებამ შეიძლება საზოგადოებას მიაყენოს.
„ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფარის მოთხოვნით, რადგან საქართველო ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ გერმანიაში წასვლა, მათი სურვილი და მცდელობა, რომ იპოვონ თავშესაფარი, ფუჭია, რადგან საქართველო გერმანიაშიც უსაფრთხო ქვეყნად განიხილება. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რასაც თავისუფალი გადაადგილება ჰქვია”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, გერმანული მხარე ინიციატივით გამოვიდა გადაიხედოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი და გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეების გასვლის პროცესი ევროპაში, რადგან გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნები.

 

იტვირთბა....