“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია “იბერიას” შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას.
ამის შესახებ “ომეგა ჯგუფ თამბაქოს” გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა, განაცხადა.
საუბარია ბოლო პერიოდში “ომეგა ჯგუფისთვის” მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, მაუწყებლობაში პრობლემა ტელეკომპანია შეუქმნას.
ცოტა ხნის წინ “იბერიას” ეთერშიც გაკეთდა განცხადება, რომ მათ აქვთ ვარაუდი, რომ ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემებს ხელისუფლება უქმნის.