ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“RMG-გოლდი” სამუშაო არეალის გაფართოებას ითხოვს

დმანისის მუნიციპალიტეტში კომპანია RMG GOLD-ის საქმიანობასა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მსჯელობენ. “RMG-გოლდი” სამუშაო არეალის გაფართოებას ითხოვს.

არეალის გაფართოებას საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. ისინი საწარმოს მიერ გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობენ.

კრიტიკას კომპანია RMG GOLD-ის კორპორატიული დირექტორის მოადგილე, ამირან ქართველიშვილი გამოეხმაურა.

„ნებისმიერი შენიშვნა, საქმიანი რეკომენდაცია, რომელსაც სხდომის წევრები ჩვენი წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვის სამინისტრო და ნებისმიერ დაინტერესებული ჯგუფი გამოთქვამს, ჩვენ მზად ვართ საქმიან რეჟიმში განვიხილოთ და გავითვალისწინოთ,“ – აცხადებს ქართველიშვილი.

იტვირთბა....