ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანი: “ვიმედოვნებ, ანა დოლიძე წუწუნის პოლიტიკას დაასრულებს”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამუდმებული სკანდალის მიზეზი არ უნდა ხდებოდეს.

“მე ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტის წარმოამდგენელმა ის წუწუნის პოლიტიკა მალე დაასრულოს, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წევრად გახდომის დღიდან მიმართვს. საბჭოს სხვა წევრებმა კი მიიღონ ის აზრი, რომ აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს სულ სკანდალის მიზეზი არ უნდა ხდებოდეს”, – აცხადებს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენლის ანა დოლიძესა და რამოდენიმე მოსამართლეს შორის ღია დაპირისპირება მიმდინარეობს.

იტვირთბა....