ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გასაკვირია თუ რატომ არ იღებს სამოქალაქო ხელისუფლება ხმას სასამართლოშ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა განუცხადა, დღეს მოსამართლეები უკვე საკუთარ ინტერესებზეც მუშაობენ.
“ამ ქვეყანაში სასამართლო ავღიას თავლად იქცა. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მოსამართლე, მოსამართლე თუ შეიძლება ვუწოდო, გვრიტიშვილის განცხადებებში. მას შეუძლია, თუ ვინმეზე გაბრაზდა, დადგეს კამერებთან და გადაუმოწმებელი, ცილისმწამებლური განცხადებები აკეთოს. გვრიტიშვილი არის მოსამართლე, რომელიც ან პირადი შურიძიების გამო, ან პოლიტიკური მიზნით, ან კორპორატიული კრიმინალური ინტერესის გამო, ნებისმიერი ადამიანს გაასამართლებს ფაბრიკაციის საფუძველზე. წარსულში ამის კონკრეტული მაგალითიც არსებობს. იგივე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, რჩვენი მხარდამჭერები როგორ გაასამართლა გვრიტიშვილმა გაყალბებული ბრალდებებით.
აი, ეს ადამიანი, თავხედურად აძლევს თავს გამოსვლის უფლებას. მიშას დროს თუ აი, ეს გვრიტიშვილები და კოლექტიური მურუსიძე პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობდნენ, დღეს უკვე ეს მოსამართლეები საკუთარ ინტერესებზეც მუშაობენ. აი, ეს ხალხი არის ძალიან სახიფათო. აი, ეს ავღიას თავლა უნდა გავწმინდოთ. ეს თუ ახლა არ გავაკეთებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოება ამ ქვეყანაში არ არსებობს. მე მიკვირს იმ სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც დღემდე ამ ყველაფერზე ხმას არ იღებს. ვერ ხედავენ ამ ყველაფერს თუ რა შეეყარათ?!”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს არმოსამართლე წევრის ანა დოლიძის მიმართ განაცხადა, რომ ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა” ანა დოლიძე დაიქირავა იმისთვის, რომ მონაცემები შეეკრიბა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ოღონდ მხოლოდ იმ კუთხით, რაც იქნებოდა მაკომპრომეტირებელი საქართველოს და ქართველი მეომრების, თითქოს მათ ჩაიდინეს დანაშული კაცობრიობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების და სხვა მასობრივი დარღვევების თაობაზე,
დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი მორალის ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ და მნშვნელოვან გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ.