გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკას ასაჯაროებს. ინფორმაცია Die Welt-მა გამოითხოვა. გამოცემის ინფორმაციით, მონაცემების მიხედვით, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, ოქტომბერში 355-მა, ნოემბერში ეს რიცხვი 444 -მდე გაიზარდა, დეკემბერში – 522, ხოლო იანვარში – 745 შეადგინა.
აღნიშნული სტატისტიკის შესახებ გამოცემასთან კომენტარს გერმანიის პარლამენტის „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ფრაქციის სპიკერი სტეფან მაიერი აკეთებს. მისი თქმით, თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ შემოიღოს სავიზო რეჟიმი.