ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მუხთარლის საქმეზე თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, წინასწარ არის განწირული”

საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნის საკითხს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ასეთი კომისია შეიქმნა, ის უშედეგობისთვის იქნება განწირული.

„თუკი ასეთი კომისია შეიქმნება, ის წინასწარ არის განწირული უშედეგობისათვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 9 თებერვალს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში დააკავეს. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.

იტვირთბა....