ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავუილით გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 56-ე საბავშვობაგა-ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილის გართულებული ფორმით გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “მეტრონომს” განუცხადა ჩუტყვავილის 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. მისივე თქმით, ძალიან იშვიათია ჩუტყვავილით სიკვდილიანობა.

“მეტრონომი” 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის წარმოამდგენელსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიმდინარეობს დასუფთვება – განიავების პროცესი და სადეზინფექციო სამუშაოებს ადგილი არ აქვს.

“დღეს ხდება ბაღის დასუფთვება-განიავება ადგილობრივი ძალებით. არავითარ დეზინფექციის ჩატარებას ადგილი არ აქვს. ხვალიდან ჩვეულებრივად აღდგება სწავლა. გაზაფხულ-შემოდგომაზე, როდესაც ვირუსული აფეთქების პერიოდია არასამუშაო დასუფთავებას ყოველთვის ვახორციელებთ. დაავადების ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაცია მოგვცა და მაგიტომ ხორციელდება სამუშაოები”, – განუცხადეს ბაღში “მეტრონომს”.

აღნიშნულ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს იყო გართულებული ჩუდყვავილის ფორმა, რასაც ფატალური შედეგი მოყვა.

იტვირთბა....