ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორი იქნება რუსეთის რეაქცია: “ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ტრაგიკული შეცდომა იქნება”

ბოლო დროს, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე, კომენტარს აკეთებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, ევროპამ კარგად უნდა დაინახოს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება ევროპის ტრაგიკული პოლიტიკური შეცდომა. ეს განცხადება მან გადაცემა “360 გრადსუსში” გააკეთა.
ლაგაზიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების აქტიურობაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგით დასრულდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი.
“სანამ ქვებს მოაყრიდნენ საქართველოს შედეგებზე უნდა იფიქრონ, რადგან ეს შედეები მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება ტრაგიკული. ევროპელმა პოლიტიკოსებმა კარგად უნდა გამოიხედონ და წარმოიდგინონ, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, თუ ჩვენ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერდა”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

იტვირთბა....