„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, 20 თებერვალს,”ენგურჰესის” ნულიდან გაშვების ტესტი იგეგმება, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, „ენგურჰესის“ ნულიდან გაშვების ტესტირების გამო, ერთი საათის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და აფხაზეთის ნაწილს.
30 იანვარს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აფხაზეთის ტერიტორიაზე ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესსა და ამ პერიოდში აფხაზეთის რეგიონის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის ტექნიკურ დეტალებს გაეცნო.
შეგახსენებთ, რო 5 იანვარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევრო გამოყო.