ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნადირაშვილმა ჯანელიძეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ვიცე – პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კითხვით მიმართა –  საუბრების დაწყება იმაზე, რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას შეექმნას საფრთხე, არის თუ არა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში.

ირმა ნადირაშვილმა გაიხსენა გემრმანიის შინაგან საქმეთ მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ქართველების შემოსვლის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალის დონემ საგრძნობლად აიწია.

„დამსწრე საზოგადოებისთვის ცნობილია გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოდან კრიმინალის ნაკადმა მიიღო შემაშფოთებელი ხასიათი და თუ ეს ასე გაგრძელდება, შესაძლოა, საუბარი იყოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე. პირველ რიგში, უნდა გამოვთქვა დიდი იმედია, რომ ამ თემაზე არ იქნება საუბარი დაწყებული და ეს შედეგი არ დადგება. მაგრამ თავისთავად საუბრების დაწყება იმაზე, რომ შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას შეექმნას საფრთხე, არის თუ არა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში და თქვენ, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, აცნობიერებთ თუ არა ამ პასუხისმგებლობას?“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობამ და ვიცე სპიკერმა სერგი კაპანაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს 14 წერილი მისწერა, თუმცა „ევროპულ საქართველოს“ არც ერთ მათგანზე დღემდე პასუხი არ მიუღია.

„თუ შეიძლება განგვიმარტოთ, რითი შეიძლება აიხსნებოდეს, რომ საპარლამენტო უმცირესობა სხვადასხვა შინაარსის წერილებზე პასუხს ვერ იღებს. თქვენ ერთხელ უკვე გვითხარით, რომ არ აპირებთ ქაღალდის ხარჯვას ასეთ უმნიშვნელო საკითხებზე. იგივე აზრის ბრძანდებით, თუ რაიმე სხვა ახალი მიზეზი გამოგიჩნდათ? ამ წერილებში ჩვენ არაერთხელ გთხოვეთ, რომ მობრძანდეთ უმცირესობის სხდომაზე. თუ შეიძლება აქ მაინც გვითხრათ, როდის გამონახავთ დროს, რომ დაესწროთ უმცირეობის სხდომას“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

იტვირთბა....