ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზეწოლა „TV პირველზე“: რას პასუხობს კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან „TV პირველზე“ განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამიტომ რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთბისგან თავს შეიკავებს.

„რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც გაჟღერდა, მე ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შესაბამისად, მე რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მედიის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია რატომ და ვინ შეიძლება ამით დაინტერესებული იყოს.

„მედია პლურალიზმი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და შესაბამისად, ის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. დაუშვებელია, ზოგადად, რა თქმა უნდა, ის, რომ ვინმე ჩაერიოს რაიმე ფორმით, პოლიტიკურ ჩარევას ვგულისხმობ კერძო მედია მაუწყებლობის საქმიანობაში, ეს არის ზოგადი პოზიცია,“ – განაცხადა კობახიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “TV პირველზე” განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ალექსანდრე ჯეჯელავას და დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

იტვირთბა....