იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს წევრები ანი დოლიძეს კრიტიკული სატელევიზიო კომენტარების გამო უპირისპირდებიან და “ტყუილების გავრცელეაბაში” ადანაშაულებენ. დოლიძ კი კოლეგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს “ამხანაგურ სასამართლოს” უწოდებს და ამბობს, რომ საბჭოს წევრები მასზე ზეწოლას ახორციელებენ.
“გთავაზობთ, მომავალში, უფრო სტრუქტურიზებული რომ იყოს ჩვენი საქმიანობა, დღის წესრიგში პირველ ნაწილად ჩასვით ხოლმე “ანა დოლიძის განცხადებების განხილვა”. მაინც ჩვენი საქმიანობა ამ ხასიათს იღებს. ეს არის ჩვეულებრივი “ამხანაგური სასამართლო”, რომელიც ჩემი საჯარო საქმიანობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული”, – აცხადებს ანა დოლიძე.