aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

გორში, ეკლესიაში ხელყუმბარა და წერილი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალაქ გორში, წერეთლის გამზირზე მდებარე ეკლესიაში ხელყუბარა იპოვეს. ამის გამო ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამოძახება მოხდა.  სამართალდამცველებმა ხელყუმბარასთან ერთად ხატების ოთახის გვერდით წერილიც ნახეს.

“მეტრონომს” უწყებაში განუცხადეს, რომ წერილში მოქალაქე ბოდიშს და შენდობას ითხოვდა იმის გამო, რადგანაც მან არ იცოდა მისი კუთვნილი ყელყუმბარა, რომელიც აფხაზეთის ომის დროიდან ჰქონდა შენახული სად წაეღო. მოქალაქე წერილში განმარტავდა, რომ ის არავის აფეთქებას არ აპირებდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლის  მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც  საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს.  ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

იტვირთბა....