ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“2008 წლის ომში ანა დოლიძე ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომიტებელ მასალებს აგროვებდა”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ანა დოლიძის მორალის მქონე ადამიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრი არ უნდა იყოს.

“ანა დოლიძე საამაყოდ მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ აგროვებდა 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელი მასალებს, იმისათვის რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყოფილიყო საჩივრები ევროპულ სასამართლოში და პირიქით იაფასიანად მიიჩნევს პატრიოტულ გრძნობებს ადამიანში. ჩამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა” – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

საპირისპიროს ამტკიცებს ანა დოლიძე. მისი განცხადებით, ორგანიზაცია ჰოლანდიაშია დაფუძნებული, რომლის ამოცანა არის და იყო რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა 8 იანვარს ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნა. განხილვის დროს კი რამოდენიმე მოსამაართლემ დოლიძის აცილება მოითხოვა.

იტვირთბა....