ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლევან ხაბეიშვილი: “არ გამოვრიცხავ, რომ დამწვარი შენობის მიმართ ბიზნესინტერესები არსებობდეს”

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ ბოლო დროს გაჩენილი ხანძრებიდან არც ერთი მათგანი გამოძიებული, რაც ეჭვის საფუძველს იძლევა.

“მე არ მაქვს ინფორმაცია აღმაშენებლის #60 ნომერში მდებარე შენობისადმი ვინმე ინტერესს იჩენდა. თუმცა, არც ერთი ხანძარიც რომ არაა გამოძიებული, ეს საზოგადოებამ ჩემზე უკეთ იცის. მთელი ზაფხული ხანძარი იყო ყველა მიმართულებით. ალბათ, ბაზარი არ დარჩა, რომელიც არ დამწვარა. გარდა ამისა, ძალიან საეჭვოდ იწვოდა სხვადასხვა ობიექტები. თუმცა, არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. შესაბამისად, ის, რომ ამ ობიექტზე ვინმეს ბიზნეს ან რაიმე სახის ინტერესს არ გამოვრიცხავ. შეუძლებელია, მუდმივად ყველა მიმართულებით ჩნდებოდეს ხანძარი და შემდეგ დამნაშავეს ვერ ვნახულობდეთ. ამიტომ, მაქვს ეჭვი, რომ ამ ობიექტზე მოხდა ის, რაც სხვაგან ხდებოდა”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

აღმაშენებლის #60-ში წუხელ ხანძარი გაჩნდა. მისი ლოკალიზება 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის და 100 მეხანძრე-მაშველის მიერ რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად მოხერხდა.

იტვირთბა....