ბათუმის დელფინარიუმი 2 თვის განმავლობაში არ იმუშავებს და ამ პერიოდის განმავლობაში დამთვალიერებლებს ვერ მიიღებს. როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზი კი ზაფხულის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოების დაწყება გახდა. სამუშაოების განმავლობაში დელფინარიუმი 2 თვით იქნება დახურული. დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.