ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოფილი “მიხაილოვის საავადმყოფოში” ხანძრის ჩაქრობას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით შენობა უფუნქციოა და შესაბამისად იქ არავინ იმყოფებოდა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, შენობაში ჩნდება ცეცხლის ახალი კერები, რის გამოც აუცილებელი გახდა სახანძრო სამაშველო ბრიგადის რაოდენობის 20-მდე გაზრდა.

იტვირთბა....