ახალი ამბები მთავარი სამართალი

კომპანია “ასკანელი ძმების” მფლობელის მშობლების სახლი გაქურდეს

ოზურგეთში, სოფელ ასკანაში, ბიზნესმენების ზურაბ და გოჩა ჩხაიძეების მშობლების სახლი გაქურდეს. როგორც ცნობილია დაუდგენელი პირები სახლში იმ დროს შევიდნენ როცა იქ არავინ იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა სათვალთვალო კამერები დააზიანეს.

როგორც დაზარალებული ციური ჩხაიძე აცხადებს წაღებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ზამთრის მარაგი, პროდუქტები.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

წყარო: “რუსთავი 2”

იტვირთბა....