საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ლილოს დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა.
იმის გამო, რომ სოფელ ნასაგურში, წინუბანში, დიდი და პატარა ლილოს დასახლებებსა და ვარკეთილის მურნეობაში ბანკომატები არ არსებობს მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. ამიტომ, გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ლიბერთი ექსპრესი სამგორის რაიონის ხუთ დასახლებაში თვეში ორჯერ მივა და მოსახლეობას პენსიის აღების გარდა გადასახადების გადახდაც შესთავაზებს.
მოსახლეობამ დღეს პირველად ისარგებლა ლიბერთი ექსპრესით. გიორგი ტყემალაძემ ეს სიახლე მოსახლეობას პირადად გააცნო.