უბედური შემთხვევა გურჯანში. სპირტის ქარხანაში მომუშავე 26 წლის დათო ოდიკაძე ობიექტზე მიმდინარე მშენებლობიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ოდიკაძე შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა.
დაღუპულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. ქარხნის დირექტორი ლადო ფოთოლაშვილი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით გარდაცვლილი რა სამუშაოსაც ასრულებდა მისი მოვალეობაში არ შედიოდა.
შსს ში აცხადებენ , რომ ფაქტზე გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.