ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა. ინფორმაცია პრემიერის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ცნობის მიხედვით, მხარეებმა ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე.

“პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში აღინიშნა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია, ასევე – შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა. გიორგი კვირიკაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა,”- ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....